Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში განახლდა იუგოსლავიის


ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში განახლდა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის მოსმენა.

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში განახლდა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის მოსმენა.
მილოშევიჩს ბრალი ედება გენოციდსა და სამხედრო დანაშაულთა ჩადენაში. მას შემდეგ, რაც სასამართლომ განიხილა მასალები ხორვარტიასა და კოსოვოში წარმოებული ომების დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა შესახებ, ბრალმდებლები სასამართლოს წარუდგენენ ბოსნიაში ჩატარებული გენოციდის ამსახველ დოკუმენტებსა და მოწმეთა ჩვენებებს. დღეს პროცესზე ჩვენება მისცა ერთ-ერთმა ასეთმა მოწმემ, 31 წლის დრაჟენ ერდემოვიჩმა, რომელიც 1995 წელს, სრებრენიცაში, თავად მონაწილეობდა მაჰმადიანთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში. ერდემოვიჩმა ამ დანაშაულისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მოიხადა. სლობოდან მილოშევიჩის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
XS
SM
MD
LG