Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ РАО ЕЭС-ი,

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ РАО ЕЭС-ი,
რომელმაც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციები და რამდენიმე ენერგოობიექტი შეიძინა, საქართველოში პოლიტიკური მიზნებით არ ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის თქმით, "არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ რუსეთის კომპანია საქართველოში შემოვიდა, რადაგან რუსეთის ბევრი კომპანია მუშაობს არა მარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში". შევარდნაძემ დასძინა, რომ რუსეთის კომპანიის ხელმძღვანელთან, ანატოლი ჩუბაისთან ამას წინათ გამართულ შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოში კომპანიის მუშაობის საკითხები, რაც "მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებით შემოიფარგლება". შევარდნაძის თქმით, РАО ЕЭС-ის ხელმძღვანელობა სხვა პროექტების განხორციელებითაც არის დაინტერესებული, კერძოდ საუბარია საქართველოს გავლით თურქეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში ელექტროენერგიის იმპორტზე. РАО ЕЭС-ი საქართველოში მუშაობას 1 სექტემბრიდან შეუდგება. რუსეთის კომპანიამ აშშ-ის AES-ისგან შეიძინა "თელასის" აქციათა 75 პროცენტი და "თბილსრესის" ორი ენერგობლოკი, "ხრამი-1"-ისა და "ხრამი-2"-ის ჰიდროელექტროსადგურები.
XS
SM
MD
LG