Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ერაყის პოლიციის წარმოადგენელმა აცნობა


როგორც ერაყის პოლიციის წარმოადგენელმა აცნობა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს,

როგორც ერაყის პოლიციის წარმოადგენელმა აცნობა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს,
სულ ცოტა 4 ადამიანი დააპატიმრეს ერაყში 29 აგვისტოს ქალაქ ნაჯაფის მეჩეთთან მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად შიიტ მაჰმადიანთა სულიერი ლიდერი, უზენაესი აიათოლა, მოჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმი და კიდევ 80-დე ადამიანი დაიღუპა; დაჭრილების რიცხვი 150-ს უახლოვდება. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ოთხივე დაპატიმრებული "ალ-ყაიდასთანაა" დაკავშირებული. ალ-ჰაქიმი თავმჯდომარეობდა "ერაყში ისლამური რევოლუფიის უზენაეს საბჭოს", რომელიც ქვეყნის მმართველ საბჭოშია წარმოდგენილი. დღეს, ნაჯაფსა და ბასრაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიიტებია, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ აიათოლას დაღუპვის გამო შურს იძიებენ.
XS
SM
MD
LG