Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კოტე


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კოტე კემულარიამ და კობა დავითაშვილმა დღეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, თამაზ ნადარეიშვილი კორუფციაში დაადანაშაულეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კოტე კემულარიამ და კობა დავითაშვილმა დღეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, თამაზ ნადარეიშვილი კორუფციაში დაადანაშაულეს
და თანამდებობიდან მისი გადადგომა მოითხოვეს. პრესკონფერენციაზე, რომელსაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ, კემულარიამ განაცხადა, რომ ნადარეიშვილი დევნილთა ინტერესების დაცვის ნაცვლად, საკუთარი ოჯახის ინტერესებს იცავს. კობა დავითაშვილმა უზენაესი საბჭოს შემადგენლობის შესაცვლელად დევნილებს შორის არჩევნების ჩატარების იდეა წამოაყენა. დავითაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ "თამაზ ნადარეიშვილი, როგორც ქვეყნის კორუმპირებული ხელისუფლების ნაწილი, თანამდებობიდან უნდა წავიდეს".
XS
SM
MD
LG