Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეთანხმებას


რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი ნავთობის და გაზის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.

რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი ნავთობის და გაზის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.
საუდის არაბეთის კრონპრინცი აბდულა ბინ აბდულაზიზი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრნენ ამ ხელმოწერის ცერემონიას. აბდულამ დღეს მოსკოვში დაიწყო თავისი სამდღიანი სტუმრობა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა იგორ იუსუფოვმა თქვა, რომ ეს შეთანხება ენერგორესურსების ფასების შეთანხმებას და კონტროლს მოემსახურება. ამ ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო ტექნოლოგიურ, ეკონომიკის და სპორტის სფეროში თანამშრომლობაზეც გაფორმდა დღეს შეთანხმებები.
XS
SM
MD
LG