Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ჩეჩნეთში, რაიონულ ცენტრ ნოჟაი-იურტში


წუხელ ჩეჩნეთში, რაიონულ ცენტრ ნოჟაი-იურტში, მოჯაჰედებმა ცეცხლი გაუხსნეს მილიციის პატრულს.

წუხელ ჩეჩნეთში, რაიონულ ცენტრ ნოჟაი-იურტში, მოჯაჰედებმა ცეცხლი გაუხსნეს მილიციის პატრულს.
ორი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელები მიიმალნენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დაღუპული მილიციონერები ჩეჩნეთში ომსკიდან ჩავიდნენ. ნოჟაი-იურტში დაიწყო შეიარაღებული ჩეჩნების ძებნის სპეცოპერაცია. სოფელ კარგალინოვსკაიაში მოკლულია რესპუბლიკის ადმინისტრაციის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. რამდენიმე ადამიანმა ცეცხლი გაუხსნა ოფიცერს, როცა იგი სახლში ბრუნდებოდა. რაიონულ ცენტრ ურუს-მარტანის შემოგარენში დღეს სამი მძლავრი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. დღეს ჩეჩნეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ასლანბეკ ასლახანოვმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს მოუწოდა, მეთვალყურეობა გაუწიონ კენჭისყრის პროცესს. მან დაიჩივლა, რომ პრომოსკოვური ადმინისტრაცია მას ადგილობრივი მასმედიისკენ გზას უკეტავს.
XS
SM
MD
LG