Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, რომელიც ერაყში იმყოფება,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, რომელიც ერაყში იმყოფება,
დღეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თიქრითს ეწვია. თიქრითი ერაყის დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქია. აშშ-ის თიქრითში განთავსებული სამხედრო შენაერთების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გრეი ოდიერნომ ვარაუდი გამოთქვა, რომ სადამ ჰუსეინი, შესაძლოა, თიქრითში ან მის მიდამოებში იმალებოდეს. ოდიერნოსთან საუბრის შემდეგ რამსფელდი, თიქრითის ჩრდილოეთით, ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდა. სადამ ჰუსეინის ერთ-ერთ სასახლეში გამართული ეს შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს იმისთვის, რომ მათ "ერაყს თავისუფლება მოუტანეს". ამის შემდეგ დონალდ რამსფელდი ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში გაემგზავრა. ერაყში, სადაც ამჟამად 140 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რამსფელდი გუშინ ჩავიდა.
XS
SM
MD
LG