Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოითხოვა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოითხოვა,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოითხოვა,
რომ ირანმა 31 ოქტომბრამდე წარმოადგინოს სრული ინფორმაცია თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. ხსენებული სააგენტოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული რეზოლუცია ყოველმხრივი თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს თეირანს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დარწმუნდეს იმაში, რომ ირანს არა აქვს შემუშავებული ბირთვული იარაღის შესაქმნელი პროგრამა. სააგენტო დაჟინებით მოითხოვს ამასთანავე, რომ ირანმა შეწყვიტოს ყველა ის სამუშაო, რაც უხვად გამდიდრებულ ურთანთანაა დაკავშირებული. ირანის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სხდომათა დარბაზი დატოვა.
XS
SM
MD
LG