Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს რეზოლუციას,

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს რეზოლუციას,
რომელიც ისრაელისგან მოითხოვს უარი თქვას პალსტინელთა ატონომიის ლიდერის იასირ არაფატის გასახლებაზე. აშშ-მა, უშიშროებს საბჭოს მუდმივმა წევრმა, განაცხადა, რომ არ მიემხრობა ამ რეზოლუციას. გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის ჯონ ნეგროპონტეს თქმით, რეზოლუცია არაბული სახელმწიფოების მიერო იქნა შეტანილი და არ შეიცავს ტერორიზმის მკაცრ დაგმობას. ტექსტის ბოლო რედაქციის განხილვის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მეტი განხილვაა საჭირო. საფრანგეთმა, ასევე საბჭოს მუდმივმა წევრმა გამოაცხადა, რომ ის რეზოლუციას მიემხრობა. ისრაელის პრემიერის წარმომადგენელმა რაანან გისინმა გამოაცხადა, რომ ახლო მომავალში ისრაელი არ აპირებს არაფატის წინაღმდეგ მოქმდებას. თუმცა არაფატს მშვიდობის ხელისშემშლელი უწოდა. თვით არაფატმა რამალაში გამოსვლისას მოუწოდა საბჭოს, ხმა მისცეს რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG