Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების ლიდერმა იასირ არაფატმა ისრაელს


პალესტინელების ლიდერმა იასირ არაფატმა ისრაელს მოუწოდა, დაიდოს ახალი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

პალესტინელების ლიდერმა იასირ არაფატმა ისრაელს მოუწოდა, დაიდოს ახალი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
არაფატის თქმით, ის შეძლებს მუსლიმანი ექსტრემისტების დაყოლიებას ამ ზავზე. როგორც ისრაელის ყოველდღიური გაზეთი "იედიოთ აჰარონტი" იუწყება, არაფამტა გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს ზავი, რომელიც ბოლო ხანს შეწყდა ძალადოების აქტების გამო - ეს აქტები იყო ისრაელზე თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმები, ხოლო ისრაელის მხრივ სამხედრო ოპერაციები ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პალესტინელების წინააღმდეგ. გუშინ არაფატმა საინფორმაციო სააგენტო რეიტერსს უთხრა, რომ ახალი ზავისათვის ისრაელის მხრიდან გარანტიები ესაჭიროება. [იასირ არაფატის ხმა] "მე გარანტიები მჭირდება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზავი გრძელდებოდა 51 დღე და მას ყველა იცავდა. მაგრამ ისრაელს ის ერთი დღეც არ დაუცავს. ვხედავდით მხოლოდ სამხედრო ესკალაციას, თავდასხმებს, ნგრევას, ალყას და დაპატიმრებებს". მაგრამ ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალ ზავზე მსჯელობის დაწყებამდე პალესტინელების ხელმძღვანელობისაგან მოელიან ზომების მიღებას ექსტრემისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა ღაზის სექტორში მოკლეს ისლამურ ორგანიზაცია "ჰამასის" წევრი ჯიჰად აბუ სუჰეირეჰი.
XS
SM
MD
LG