Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა


ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა ლიბიაში სტუმრობისას ეს ქვეყანა მნიშვნელოვან სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად მოიხსენია.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა ლიბიაში სტუმრობისას ეს ქვეყანა მნიშვნელოვან სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად მოიხსენია.
ამის შესახებ მან ლიბიის პრემიერ-მინისტრ შუქრი ღანემთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ასნარი გუშინ ჩავიდა ტრიპოლიში ერთი დღე-ღამით და ლიბიის ლიდერ მუამარ გადაფის შეხვდა. ასნარი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ლიბიას ესტუმრა მას შემდეგ, რაც გაერომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაახლოებით 10 წლის წინ შემოიღო სანქციები ლოკერბის აფეთქებასთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხანია, ეს სანქციები გაუქმდა, რასაც წინ უძღოდა ლიბიის დაყაბულება ლოკერბიში დაღუპულთა ოჯახებისათვის კომპანსაციის გადახდაზე: ეს კომპენსაცია დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG