Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ბაღდადის


ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ბაღდადის დასავლეთით, რამადის მახლობლად მათს ბადრაგზე თავდასხმისას.

ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ბაღდადის დასავლეთით, რამადის მახლობლად მათს ბადრაგზე თავდასხმისას.
ამ თავდასხმამდე, რომლის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები ამერიკელი სამხედრო პრეს-მდივნისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყებიან, ამერიკულ ბადრაგზე იერიში მოეწყო ხალდიაჰის სიახლოვეს. ნათელი არ არის, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ამ ინციდენტს. ამერიკული სამხედრო წყაროების ინფორმაციით, ხუთშაბათსვე აფეთქება მოხდა ნავთობსადენზე, რომლითაც ნავთობი მიედინება ერაყში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოსაკენ ბეიჯიში. იუწყებიან ასევე, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვარაუდით, მომავალ კვირაში, მის გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისას, გაეროს უშიშროების საბჭოს ჯერ არ ექნება მზად ახალი რეზოლუცია ერაყის შესახებ.
XS
SM
MD
LG