Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ვატიკანს შორის სახელმწიფოთაშორისო


საქართველოსა და ვატიკანს შორის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ხვალისთვის,

საქართველოსა და ვატიკანს შორის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ხვალისთვის,
ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელ არქიეპისკოპოს ჟან ლუი ტორანის თბილისში სტუმრობისას იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ თემაზე ტელეფონით ესაუბრა იალტაში მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძეს, შეხვდა ასევე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება ვატიკანთან ხელშეკრულების გაფორმების გადადების შესახებ. მიზეზად დასახელდა "საზოგადოების დამოკიდებულება" ამ საკითხისადმი. დღეს თბილისის ქუჩებში ათასობით სტუდენტი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობაში უარყოფენ ბრალდებას, თითქოს ხელშეკრულება საფუძველს უქმნიდეს საქართველოში კათოლიკური ეკლესიის პრივილეგიებს.
XS
SM
MD
LG