Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ადამიანი დაიღუპა დღეს ინდოეთის


18 ადამიანი დაიღუპა დღეს ინდოეთის ქაშმირის შტატში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით,

18 ადამიანი დაიღუპა დღეს ინდოეთის ქაშმირის შტატში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით,
ინდოეთის სამთავრობო ჯართან შეტაკებაში მოკლულ იქნა 15 ისლამისტი ექსტრემისტი. გარდა ამისა, სამხრეთ ქაშმირში შეიარაღებულ მეამბოხეთა ჯგუფმა ორი სოფლელი მოკლა. სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები დაიღუპა პაკისტანის მხრიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ქაშმირში ვითარება კვლავ დაიძაბა მას შემდეგ, რაც აგვისტოში ინდოელმა სამხედროებმა მოკლეს ერთ-ერთი ადგილობრივი სეპარატისტული დაჯგუფების ლიდერი. მას შემდეგ მეამბოხეთა თავდასხმებისა თუ ინდოეთის ჯარის ოპერაციების შედეგად სამასამდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG