Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა გადაწყვეტილება


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მალიკ საიდულაიევს

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მალიკ საიდულაიევს
არა აქვს ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად მონაწილეობის უფლება. საიდულაიევი არჩევნებში ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ახმად კადიროვის მთავარ კონკურენტად იყო მიჩნეული. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, სასამართლომ დაამტკიცა ამავე თვეში ჩეჩნეთში, ერთ-ერთი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებენ ხელმოწერების გაყალბებას საიდულაიევის კანდიდატურის მხარდამჭერთა სიაში. საიდულაიევი კი თავისი კანდიდატურის მოხსნაში ადანაშაულებს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომელსაც, მისი თქმით, არჩევნებში ახმად კადიროვის გამარჯვების განაღდება სურს. ასევე ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო ჩეჩნეთის ომში დაზარალებულთა შორის კომპენსაციის დარიგება. ამ ნაბიჯს უმალვე მოჰყვა კრიტიკა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" მხრივ - ის მოსკოვს ადანაშაულებს, რომ 5 ოქტომბრის არჩევნების წინ ცდილობს, ამომრჩევლები მოთაფლოს.
XS
SM
MD
LG