Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის


გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის განკარგულებით, ერაყიდან გაეროს თანამშრომლების ნაწილი გაემგზარება.

გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის განკარგულებით, ერაყიდან გაეროს თანამშრომლების ნაწილი გაემგზარება.
ეს გადაწყვეტილება უშიშროების პრობლემების გამო მიიღეს. მაგრამ გაეროს პრეს-მდივან ფრედ ეკჰარდის განმარტებით, ლაპარაკი არ არის ევაკუაციაზე. ამ ინფორმაციით, ამჟამად ბაღდადში იმყოფება გაეროს 42, ხოლო ჩრდილოეთ ერაყში 44 თანამშრომელი, მაგრამ მომდევნო დღეებში მათი რიცხვი შემცირდება. ხუთშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ერაყის მმართველი საბჭოს წევრი ქალი აკილა ალ-ჰაშემი, რომელიც ხუთი დღის წინ მძიმედ დაჭრეს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა. ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა ალ-ჰაშემის დაღუპვა მოიხსენია დანაკლისად თვაისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში. ალ-ჰაშემის პარასკევს დაკრძალავენ. ძალადობის აქტები კი ხუთშაბათსაც აღირიცხა: მოსულში 7 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა მათ ბადრაგზე საფარიდან მოწყობილი თავდასხმის დროს. ბაღდადის სასტუმროს წინ კი ბომბის აფეთქებამ ერთი სომალელი უშიშროების მუშაკის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG