Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ვაშინგტონის მახლობლად,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ვაშინგტონის მახლობლად,
კემპ დევიდში თავიანთ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის თემები ერაყი, ირანი, ტერორიზმთან ომი და ახლო აღმოსავლეთი უნდა იყოს. ბუშმა ამ შევხედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ მასზე ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზეც აპირებს საუბარს პუტინთან. ბუშის თქმით, ირანი საყოველთაო დათმობის ობიექტი გახდება, თუკი ის შეეცდება ბირთვული პროგრამა განახორციელოს. ბუშმა ეს უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ირანის კიდევ ერთ ბირთვულ ობიექტზე ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო ურანის კვალის მიგნებას შეეხებოდა. ირანის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე ადრეც მიაგნეს გამდიდრებული ურანის კვალს. თეირანი უარყოფს, რომ ბირთვულ იარაღს ქმნის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დღეს გამოაცხადა, რომ ირანში მისი ინპექტორების ჯგუფის გამგზავრება გადაიდო ერთი კვირით, რადგან ირანს ინსპექციისთვის მომზადებისთვის მეტი დრო სჭირება.
XS
SM
MD
LG