Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის თავდაცვის


გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა,

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა,
საგანგებო შეხვედრაზე ჩრდილოეთი გერმანიის ქალაქ ჰაილიგენდამში დღეს განიხილეს ბერლინის მიერ წამოყენებული წინადადება, რომ ნატოს მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები არა მარტო ქაბულსა და მის მიმდებარე დასახლებებში, არამედ ჩრდილოეთი ავღანეთის ქალაქ ყუნდუსშიც იქნეს განთავსებული. მინისტრებმა ერაყში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პეტერ შტრუკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეასრულებს ადრე გაკეთებულ დაპირებას ერაყის უშიშროების უწყების თანამშრომელთა გაწვრთნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ერაყში ჯარის გაგზავნას, ამაზე ოფიციალურმა ბერლინმა თავიდანვე თქვა უარი.
XS
SM
MD
LG