Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ გამართულ ერთობლივ


მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბუშმა და პუტინმა ირანს მოუწოდეს -

მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბუშმა და პუტინმა ირანს მოუწოდეს -
ყოველმხრივ ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და დაარწმუნოს ამ უწყების ექსპერტები იმაში, რომ თეირანს არა აქვს განზრახული ბირთვული იარაღის შექმნა. ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ როგორც შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება იმის გარანტია, რომ ირანს არა აქვს განზრახული ბირთვული იარაღის შექმნა. ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ აშშ და რუსეთი მოკავშირეები არიან ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში [ჯორჯ ბუშის ხმა]: "რუსეთი და შეერთებული შტატები მოკავშირეები არიან ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ორივე ქვეყანა ტერორიზმმა დაზარალა და ჩვენი მთავრობები ქმედით ზომებს ღებულობენ ტერორისტების შესაჩერებლად. ტერორს არა აქვს გამართლება. ტერორისტებს წინ უნდა აღვუდგეთ ყველგან, სადაც მათ ქაოსი და განადგურება მოაქვთ, მათ შორის ჩეჩნეთშიც. და ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის აუცილებელია ბოლო მოეღოს ტერორს, პატივი ეცეს ადამიანის უფლებებს და მიღწეულ იქნეს პოლიტიკური შეთანხმება, რასაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოჰყვება". ბუშმა და პუტინმა განაცხადეს, რომ მოუთმენლად ელიან ერაყში თავისუფალი, დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებას, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს განსხვავებული პოზიციები ეკავათ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში.
XS
SM
MD
LG