Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჯარის სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი


როგორც ჯარის სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკელი სამხედროების ავტოკოლონას ერაყის ქალაქ ჰაბანიას

როგორც ჯარის სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკელი სამხედროების ავტოკოლონას ერაყის ქალაქ ჰაბანიას
მახლობლად ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, ხოლო მეორე დაიჭრა. დღესვე, ქალაქ ხალდიასთან შეტაკება მოხდა ამერიკელ ჯარისკაცებსა ისლამისტ ექსტრემისტებს შორის. კვირას 6 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა მათი ავტოკოლონის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. იმავე დღეს ბაღდადში თავდასხმა მოხდა ავტომანქანაზე, რომელშიც ერაყის საკონსტიტუციო კომიტეტის წევრი, შიიტი სასულიერო პირი ჯალადინ ალ-საღერი იმყოფებოდა. ალ-საღერი არ დაშავებულა, მაგრამ თავდასხმის დროს მისი პირადი მცველი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG