Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატი


მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 2 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 2 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ დღეს გამოაცხადა სტოკჰოლმში ნობელის კომიტეტმა. ამ საპატიო წოდების ყველაზე მოსალოდნელ პრეტენდენტად ასახელებენ სირიელ პოეტს ალი აჰმად საიდს, რომელიც უფრო ფსევდონიმ ადონისითაა ცნობილი. პრემიის ფულადი ჯილდო წელს 1,3 მილიონ დოლარს შეადგენს. ნობელის პრემიის ლაურეატებს მედიცინის, ფიზიკის, ხოლო შემდეგ ქიმიისა და ეკონომიკის დარგებში 6, 7-სა და 8 ოქტომბერს დაასახელებენ.
XS
SM
MD
LG