Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი


პოლონეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა მხარს უჭერს ვარშავის წინადადებას,

პოლონეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა მხარს უჭერს ვარშავის წინადადებას,
რომ ევროკავშირის ახალ კონსტიტუციაში დარჩეს ამ გაერთიანების მორიგეობით თავმჯდომარეობის პრინციპი. ამ საკითხზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლოდიმიჟ ტიმოშევიჩმა რომში, კონსტიტუციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ. კონსტიტუციის ამჟამინდელი პროექტი აღარ ითვალისწინებს ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მორიგეობით 6-თვიან თავმჯდომარეობას - მასში ლაპარაკია ევროკავშირის თავმჯდომარის პოსტზე ერთი ადამიანის უფრო გრძელი ვადით დანიშვნაზე. გუშინ, რომში კონფერენციის გახსნაზე მრავალ საკითხზე უთანხმოება გამოიკვეთა, მაგრამ გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების გაჭიმვამ შესაძლოა კონსტიტუციის პროექტი ჩაშალოს
XS
SM
MD
LG