Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი დღით ეწვია ამერიკელი


საქართველოს ორი დღით ეწვია ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. როგორც მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან

საქართველოს ორი დღით ეწვია ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. როგორც მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მისი ვიზიტი განაპირობა აშშ-ის კონგრესის დაინტერესებამ საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. მიხეილ სააკაშვილმა კი კმაყოფილება გამოთქვა მაკკეინთან მოლაპარაკებით და აღნიშნა, რომ მას გააცნო რეალური წინასაარჩევნო ვითარება. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი". მისივე ცნობით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს 2543 საარჩევნო უბანშია გამოქვეყნებული ამომრჩეველთა სიები. ამის შესახებ მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ავთანდილ სულაბერიძემ უთხრა.
XS
SM
MD
LG