Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, აშშ-ის არმიის ცნობით, სამი


ერაყში, აშშ-ის არმიის ცნობით, სამი ჯარისკაცი იქნა მოკლული გზებზე თავდასხმის შედეგად.

ერაყში, აშშ-ის არმიის ცნობით, სამი ჯარისკაცი იქნა მოკლული გზებზე თავდასხმის შედეგად.
პირველი ინციდენტი, ქალაქ რამადისთან მოხდა, ბაღდადიდან 110 კილომეტრში. იქ ერთი ჯარისკაცი მოკლეს და მეორე დაჭრეს. ბაღდადიდან 40 კილომეტრში, ჰასვაჰში მოკლეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი თარჯიმანთან ერთად. დღეს ბაღდადში ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილსამყოფელს მოხვდა ნაღმი, მაგრამ ცნობაში არაფერი სწერია და მსხვერპლის შესახებ. ქალაქ ქირქუქში, ჩრდილოეთში, ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს წევრი. მისი თავმჯდომარე აიათოლა ალ ჰაქიმი აგვისტოში მოკლეს აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG