Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ


გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ დაადასტურა,

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ დაადასტურა,
რომ ვაშინგტონი არ გეგმავს ერაყის აღდგენის თაობაზე მისეულ რეზოლუციაში რამე დიდი ცვლილებების შეტანას, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს წევრები სხვა მოსაზრებისა არიან. ნეგროპონტემ თქვა, რომ რეზოლუციაში გათვალისწინებულია საბჭოს წევრების შეშფოთებანი ერაყში გაეროს როლის გაზრდის და ერაყელთათვის ხელისუფლების გადაცემის შესახებ. საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ მოითხოვეს ერაყელთათვის დამოუკიდებლობის უფრო მალე გადაცემა, ვიდრე ისინი რეზოლუციას მიემხრობოდნენ. გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა რეზოლუციის პროექტში გაეროს პოლიტიკურ როლის ფორმულირების შესახებ. ამის მიუხედავად ნეგროპონტემ თქვა, რომ აშშ არ აპირებს რეზოულუციაზე უარის თქმას. [ნეგროპონტეს ხმა] "კვლავაც ჩვენი მიზანია, გავიტანოთ ეს რეზოლუცია, ვფიქრობთ ახლა უმჯობესია ვცადოთ მისი დასრულება, კენჭისყრა და დამტკიცება რაც შეიძლება სწრაფად". აშშ ცდილობს რეზოლუცია მანამდე დამტკიცდეს, ვიდრე საერთაშორისო დონორები 23 და 24 ოქტომბერს შეიკრიბებიან და ერაყის დახმარების გარშემო იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG