Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში ევროპაში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ სამი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.

მათი ერთი ნაწილი შეიარაღებულ კონფლიქტებს გაექცა, ნაწილი კი სხვადასხვა საფუძველზე შევიწროებას. ევროორგანიზაციის ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ წარმოიშობა იძულებით გადაადგილებული პირთა ახალი ჯგუფებიც. ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველაზე მასშტაბურ ჯგუფს წარმოადგენს 1994-სა და 1999 წლებში თურქეთში გადაადგილებული ერთი მილიონი ქურთი. აზერბაიჯანში კი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ვერ უბრუნდება საკუთარ სახლებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ტერიტორიაზეც ადამიანთა დიდ ჯგუფებს მოუწიათ საცხოვრებლის იძულებით დატოვება, ევროორგანიზაციის ანგარიშში დასახელებულია ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, რუსეთი და სერბია და ჩერნოგორია.
XS
SM
MD
LG