Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში


სირიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი კვლავ მიაყენებს დარტყმას მის ტერიტორიას, სირია ისარგებლებს თავდაცვის უფლებით.

სირიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი კვლავ მიაყენებს დარტყმას მის ტერიტორიას, სირია ისარგებლებს თავდაცვის უფლებით.
5 ოქტომბერს, ისრაელის ავიაციამ პალესტინელ ექსტრემისტთა ბანაკი დაბომბა დამასკოს მახლობლად. სირიის ხელისუფლება უარყოფს მის ტერიტორიაზე ამგვარი ბანაკების არსებობას. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ისრაელს კანონიერად მიაჩნია ძალის გამოყენება იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომლებიც ტერორისტებს იფარებენ. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმა საპასუხო აქცია იყო ამასწინანდელ ტერორისტულ აქტზე ისრაელის ქალაქ ჰაიფაში, რამაც 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა ჯიჰადმა" აიღო თავის თავზე.
XS
SM
MD
LG