Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 სექტემბერს დასრულდა ისრაელის ჯარების


12 სექტემბერს დასრულდა ისრაელის ჯარების სამხედრო ოპერაცია, რომელიც ღაზას სექტორში, ქალაქ რაფაში განლაგებულ პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

12 სექტემბერს დასრულდა ისრაელის ჯარების სამხედრო ოპერაცია, რომელიც ღაზას სექტორში, ქალაქ რაფაში განლაგებულ პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამ ორდღიანი რეიდის შედეგად 9 პალესტინელი დაიღუპა, რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი კი მიწასთან იქნა გასწორებული. როგორც ისრაელის სამხედრო ხელმძღავენელობა იუწყება, ასეთი ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ არ შეწყდება პალესტინურ ტერიტორიებზე იარაღის უკანონო მიწოდება, რაც ეგვიპტიდან მიწისქვეშა გვირაბების საშუალებით ხდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დაგმო რაფაში განხორციელებული რეიდი და განაცხადა, რომ ისრაელის ჯარების მოქმედების შედეგად მშვიდობიანი ადამიანები დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG