Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა


ევროპის კავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლუქსემბურგში გადაწყდა, რომ ეს ორგანიზაცია ერაყის აღდგენისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროპის კავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლუქსემბურგში გადაწყდა, რომ ეს ორგანიზაცია ერაყის აღდგენისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.
ბრიტანეთმა მოითხოვა მეტი ფულის გაღება ერაყისთვის.
შეკრებილებმა შეშფოთება გამოთქვეს ახლო აღმოსავლეთის გამო. საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ უკმაყოფილება გამოხატა ისრაელის მიერ, როგორც მან თქვა, შეუსაბამო სამხედრო აქციის გამო, ლტოლვილთა ბანაკში. მინისტრებმა განცხადებაში დაგმეს ირანში ციხეებში პატიმართა წამება და სხვა არაჰუმანური ფორმები მათთან მოპყრობისა.
შეკრებილებმა გააფრთხილეს ბალკანებთის ქვეყნები, რომ ევროპის კავშირთან დაახლოებისთვის ჰააგის ტრიბუნალთან აქტიური თანამშრომლობაა საჭირო.
XS
SM
MD
LG