Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს "მოღალატე ელჩები" ყოლია


საქართველოს "მოღალატე ელჩები" ყოლია

საქართველოს "მოღალატე ელჩები" ყოლია
სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით ,,მოქალაქეთა კავშირის" ერთ-ერთი ლიდერმა პოეტმა რევაზ ამაშუკელმა ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს ,,4 მოღალატე ელჩი ჰყავს".
ამაშუკელმა არ დაასახელა ამ ელჩების გვარები, თუმცა, მისი თქმით, ,,გაუგებარია როდესაც მამა ელჩია, ხოლო შვილი ოპოზიციაშია". ამასთან, რევაზ ამაშუკელის თქმით, არის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ,,ქმარს ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა უკავია, ხოლო ცოლი ოპოზიციის ლიდერია".
XS
SM
MD
LG