Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 17 ოქტომბერს ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუნიჩირო კოიზუმის შეხვდა. საუბრის ძირითადი საკითხები: ერაყის აღდგენაში იაპონიის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 17 ოქტომბერს ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუნიჩირო კოიზუმის შეხვდა. საუბრის ძირითადი საკითხები: ერაყის აღდგენაში იაპონიის
მონაწილეობა, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ბირთვული კრიზისი, იაპონიის ვალუტა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა იყო. მიმდინარე კვირას იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2004 წელს ერაყის აღდგენის საქმეს მილიარდნახევარ დოლარს შესწირავს. 17 ოქტომბერს კი ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ერაყის აღდგენისათვის მომავალი ოთხი წლის მანძილზე 300 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის გათვლით მხოლოდ 2007 წლის ჩათვლით ერაყში აღდგენითი სამუშაოებისთვის 56 მილიარდი დოლარია საჭირო.
XS
SM
MD
LG