Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მკვეთრად გააკრიტიკა რეპრესიების კამპანია აზერბაიჯანში,

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მკვეთრად გააკრიტიკა რეპრესიების კამპანია აზერბაიჯანში,
რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ ქვეყნის ხელიუფლებამ გააჩაღა. ეუთოს ხელმძღავნელობის წარმომადგენელმა ქრისტიან სტროჰალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფაქტიურად ოპოზიციის განადგურება დაიწყო. დაპატიმრებულია ას კაცზე მეტი - ოპოზიციის ლიდერები, მათი მომხრეები და საარჩევნო კომისიისის წევრები, რომლებმაც უარი თქვეს დაემტკიცებინათ არჩევნების შედეგი ზოგიერთ უბანზე. ეუთოს შეშფოთებას, აზერბაიჯანში პოლიტიკური რეპრესიების გამო ორშბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა და მოუწოდა ორივე მხარეს, მთავრობასაც და ოპოზიციას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მშვიდობიანად. ორშაბათს აზერბაიჯანის ცენტრალურმა კომისიამ ილჰამ ალიევის სასარგებლოდ მიცემული 600 ათასი ხმა გააუქმა შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომების გამო. რაც დაახლოებით მთელი საარჩევნო ხმების მეოთხედს შეადგენს. თუმცა, აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად ეს არანაირად არ აისახება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
XS
SM
MD
LG