Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდის დედაქალაქში დღეს მუშაობა დაამთავრა


ტაილანდის დედაქალაქში დღეს მუშაობა დაამთავრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის შეხვედრამ,

ტაილანდის დედაქალაქში დღეს მუშაობა დაამთავრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის შეხვედრამ,
რომლის მონაწილეებმა დასკვნით კომუნიკებში ტერორიზმთან ბრძოლის გაფართოებასთან ერთად ჰივალდებულეს ყველა ღონე იხმარონ, რათა კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ტაქსინ შინავატრამ განაცხადა [ტაქსინ შინავატრას ხმა]: "ტრანსნაციონალური ტერორიზმი და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება პირდაპირსა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის თავისუფალი, ღია და აღორძინებული ეკონომიკის ჩვენეულ ხედვას. ამიტომაც მივუძღვენით ეს ფორუმი ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებით მისიას".
შინავატრამ აღნიშნა ამასთანავე, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი-ქვეყნები კოორდინრებულად წარმართავენ ბრძოლას ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG