Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ აპირებს თანამემამულე პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან ე.წ. "იუკოსის საქმის" განხილვას. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ აპირებს თანამემამულე პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან ე.წ. "იუკოსის საქმის" განხილვას. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას,
პუტინმა განაცხადა, რომ შაბათიდან მოყოლებული ასეთი შეხვედრის გამართვის არაერთი წინადადება მიიღო (შაბათს, სახელმწიფო ქონების დატაცებისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით, დააპატიმრეს ნავთობკომპანია "იუკოსის" ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი).
პუტინის თქმით, რუსეთის საქმიანმა წრეებმა უნდა შეწყვიტონ "ისტერიკა და სპეკულაცია რუსეთში პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვის თემაზე".
შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებისა და იმ დაძაბულობის გამო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასა და "იუკოსის" კონცერნის ხელმძღვანელობის ურთიერთობაში შეინიშნება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, ვაშინგტონი კომენტარს ვერ გაუკეთებს საქმის იურიდიულ მხარეს, მაგრამ იბადება კითხვა, კანონის ამოქმედება რუსეთში შერჩევით ხომ არ ხდება.
XS
SM
MD
LG