Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის"


სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" პარლამენტართათვის იმუნიტეტისა და სხვა პრივილეგიების გაუქმების ინიციატივით გამოდის

სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" პარლამენტართათვის იმუნიტეტისა და სხვა პრივილეგიების გაუქმების ინიციატივით გამოდის
და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალი საკანონმდებლო ორგანოს პირველივე სხდომებზე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელისუფლო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მამალაძემ განაცხადა, ბოლო ხანს მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები იმაზე მიანიშნებს, რომ პარლამენტის წევრობისთვის ბრძოლის საფუძველს ის პრივილეგიები წარმოადგენს, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ - მაღალი ხელფასი, მუდმივი პენსია, იარაღის ტარების უფლება და განუსაზღვრელი იმუნიტეტი.
მამალაძის თქმით, დეპუტატის ხელფასი მუშაობის მიხედვით უნდა განისაზღვროს.
XS
SM
MD
LG