Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ევროპის


ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეიძლება გაუარესდეს,

ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეიძლება გაუარესდეს,
თუკი მოსკოვი ავტომატურად არ გაავრცელებს ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას ამ ორგანიზაციის ახალ წევრებზე. რუსეთი ამ საკითხში საგანგებო მოლაპარაკებებს მოითხოვს, ვინაიდან შიშობს, რომ ევროპის კავშირის გაფართოებით შეიძლება დანაკარგი განიცადოს სავაჭრო სფეროში. ასევე იგი მიუთითებს რუსულენოვანი უმცირესობების უფლებების დარღვევებზე ესტონეთსა და ლატვიაში. ევროპის კომისიის წარმომადგენელმა დიეგო დე ოხედამ აღნიშნა, რომ ევროპის კავშირის პოზიცია წარმოდგენილ იქნება "ევროკავშირი-რუსეთის" მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე. სხდომა მოსკოვში შედგება რუსეთ-ევროპის სამიტის წინ, რომელიც 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი რომში.
XS
SM
MD
LG