Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა


ევროპის კომისიამ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მკაცრად დაიცვას კანონი ნავთობკომპანია "იუკოსის" ხელმძღვანელის,

ევროპის კომისიამ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მკაცრად დაიცვას კანონი ნავთობკომპანია "იუკოსის" ხელმძღვანელის,
მიხაილ ხოდორკოვსკის საქმის გამოძიებისას. ხოდორკოვსკი შაბათს დააპატიმრეს სახელმწიფო ქონების დატაცებისა და გადასახადების გადაუდხდელობის ბრალდებით. ევროკომისიის წარმომადგენლის, დიეგო დე ოხედას განცხადებით, იმაზე, თუ როგორ წარიმართება გამოძიება, დიდწილად იქნება დამოკიდებული მოსკოვისა და ევროკავშირის მოლაპარაკებათა პერსპექტივა. ეს მოლაპარაკება მომავალ კვირაში, რომში დანიშნულ სამიტზე უნდა გაიმართოს. [დიეგო დე ოხედას ხმა] "ჩვენი ძალისხმევა, რუსეთთან ერთად საერთო ეკონომიკური სივრცე შევქმნათ, ემყარება არა მხოლოდ კანონმდებლობისა და სტანდარტების ჰარმონიზების აუცილებლობას, არამედ იმის აუცილებლობასაც, რომ კანონები ერთნაირად ვამოქმედოთ - ობიექტური კრიტერიუმებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით." დიეგო დე ოხედამ შეშფოთება გამოთქვა ხოდორკოვსკის დაპატიმრებაზე რუსეთის საფონდო ბაზრების უარყოფითი რეაქციის გამო.
XS
SM
MD
LG