Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში


დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მაშველთა რაზმებმა მაღარო "ზაპადნაიადან" ამოიყვანეს 11 მეშახტე,

დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მაშველთა რაზმებმა მაღარო "ზაპადნაიადან" ამოიყვანეს 11 მეშახტე,
რომლებმაც მიწის ქვეშ ექვსი დღე-ღამე გაატარეს. ერთი მეშახტე მკვდარი იპოვეს, კიდევ ერთი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება და მისი ძებნა გრძელდება.
როგორც დონის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრ ბედრიკმა განაცხადა, მეშახტეები როსტოვის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონის ხელისუფლებას დაავალა, მაშველები თავგანწირული მუშაობისთვის სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინოს. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "მე ვთხოვე როსტოვის ოლქის გუბერნატორს, მოამზადოს წინადადებები სახელმწიფო ჯილდოებზე იმათ წარსადგენად, ვინც ადამიანთა გადარჩენაში აქტიური მონაწილეობა მიიღო." ხუთშაბათს მაღარო წყალქვეშა ტბიდან გამოხეთქილმა წყალმა დატბორა და 46 მეშახტეს ზედაპირზე ამოსასვლელი გზა გადაუკეტა. შაბათს მაშველებმა 33 მეშახტის ამოყვანა შეძლეს, დღეს მათ კიდევ 11 დაემატა.
XS
SM
MD
LG