Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი


უკრაინის გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი მოხსნილია დაკავებული თანამდებობიდან იმის გამო,

უკრაინის გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი მოხსნილია დაკავებული თანამდებობიდან იმის გამო,
რომ ვერ დაასრულა უკრაინელი ჟურნალისტის, გეორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება. ცნობა პისკუნის მოსხნის შესახებ დღეს გამოაქვეყნა პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას კანცელარიამ. ცნობაში აღნიშნულია, რომ პისკუნი იმისთვისაც მოხსნეს, რომ პოლიტიკურ მიზნებში გამოიყენა თანამდებობა. პისკუნმა ადრე ბრალდება წაუყენა მთავრობის ოფიციალურ პირებს იმაში, რომ ეს ადამიანები 2000 წლის სექტემბერში მოკლული გეორგი ღონღაძის საქმის გამოძიებაში ერეოდნენ. პისკუნის მოხსნამდე ერთი კვირით ადრე პოლიციამ ხსენებული მკვლელობის მთავარი მოწმე დააპატიმრა. გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ დაპატიმრებულმა მოწმემ შესაძლოა ღონღაძის მკვლელობაში მთავრობის წევრების მონაწილეობა ამხილოს.
XS
SM
MD
LG