Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის სახელმწიფო ავიახაზებმა შემოიღო ახალი


სერბიის სახელმწიფო ავიახაზებმა შემოიღო ახალი რეისი, რომლის ბილეთებიც შედარებით იაფი ეღირება და რომლის მგზავრებსაც შეზღუდულ სერვისს შესთავაზებენ. ახალ ავიაკომპანიას "ინტერ ლინკი" ეწოდება და სერბიის

სერბიის სახელმწიფო ავიახაზებმა შემოიღო ახალი რეისი, რომლის ბილეთებიც შედარებით იაფი ეღირება და რომლის მგზავრებსაც შეზღუდულ სერვისს შესთავაზებენ. ახალ ავიაკომპანიას "ინტერ ლინკი" ეწოდება და სერბიის
სახელმწიფო ავიახაზების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისი დაარსება ბელგრადის აეროპორტის რეგიონული ტრანზიტის ცენტრად გადაქცევას და იქ მგზავრთა ნაკადის გაზრდას ისახავს მიზნად. "ინტერ ლინკი" იფრენს იტალიის, საბერძნეთის, ალბანეთის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებისა და შესაძლოა, ბულგარეთის მიმართულებითაც. ახალი რეისების ამოქმედების თარიღი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
XS
SM
MD
LG