Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ


დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ რამდენიმე თვის წინათ თეირანში, ჯაშუშობის ბრალდებით, ირანული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი დარიუშ ზაჰედი დააპატიმრეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ რამდენიმე თვის წინათ თეირანში, ჯაშუშობის ბრალდებით, ირანული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი დარიუშ ზაჰედი დააპატიმრეს.
როგორც ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მოჰსენ მირდამადიმ განაცხადა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, დარიუშ ზაჰედისადმი წაყენებული ბრალდება, ირანის უშიშროების სამინისტროს არ დაუდასტურებია. თუმცა, ამის შემდეგ სასამართლომ, რომელსაც კონსერვატორი მოლები აკონტროლებენ, უშიშროების საკუთარ უწყებას გადასცა პროფესორი ზაჰედი. ზოგიერთი მონაცემებით, უკვე სამი თვეა, რაც დარიუშ ზაჰედი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. შეერთებულმა შტატებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო.
XS
SM
MD
LG