Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე


რომში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა რუსეთის პოზიციაზე ჩეჩნეთის, აგრეთვე ნავთობკომპანია "იუკოსის" საკითხებში.

რომში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა რუსეთის პოზიციაზე ჩეჩნეთის, აგრეთვე ნავთობკომპანია "იუკოსის" საკითხებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ჩეჩნეთის პრობლემის პასუხისმგებლობა საერთაშორისო ტერორისტებს დააკისრა, უცხოეთის ქვეყნები კი დაადანაშაულა ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში - რომ ისინი ტერორისტებს სხვაგან გმობენ, ხოლო რუსეთში არა. რაც შეეხება "იუკოსის" საკითხს, პუტინმა აღნიშნა, რომ "იუკოსის" წინააღმდეგ ზომები არის რუსეთში უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ნაწილი. პუტინის განმარტებით, "იუკოსის" მეთაურის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებით მოსკოვს არ უმოქმედია "იუკოსის" წინააღმდეგ - კანონის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. რომში პუტინმა განაცხადა აგრეთვე, რომ სამიტზე განმტკიცდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "ამ სამიტის მთავარი შედეგია ის, რომ რუსეთი და ევროკავშირი მზად არიან, განაგრძონ მუშაობა თანასწორუფლებიანი, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებით".
XS
SM
MD
LG