Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე


ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ჰასან როუჰანი დღეს ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ-დირექტორს მოჰამედ ელ-ბარადეის შეხვდა.

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ჰასან როუჰანი დღეს ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ-დირექტორს მოჰამედ ელ-ბარადეის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ხსენებული სააგენტოს მოთხოვნა, რომ ირანმა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად შეიძლება იქნეს გამოყენებული. სააგენტო მოითხოვს ამასთანავე, რომ თეირანი დათანხმდეს თავისი ბირთვული ობიექტების შემოწმებაზე საერთაშორისო ექსპერტების მიერ, თანაც წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ირანი ფარულად ანხორციელებს ბირთვული შეიარაღების პროგრამას. თეირანი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG