Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში, დედაქალაქ რიადის მახლობლად


საუდის არაბეთში, დედაქალაქ რიადის მახლობლად 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ.

საუდის არაბეთში, დედაქალაქ რიადის მახლობლად 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ.
დაჭრილია 122 კაცი. აფეთქება საცხოვრებელ უბანში მოხდა. ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა შორის არიან საუდელები, სუდანელები და ეგვიპტელები, მათგან ოთხი ბავშვი. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჯი ვარაუდობს, ამ თავდასხმას მალე შესაძლოა სხვა ტერაქტებიც მოჰყვეს. არმიტაჯი კვირას ჩავიდა ერაყიდან რიადში და იქ მოწყობილი აფეთქების პასუხისმგებლობა ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდას" დააკისრა.
XS
SM
MD
LG