Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოკის "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" ლიდერი საქართველოს


ბლოკის "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" ლიდერი საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკების ყველა რესურსს ამოწურულად მიიჩნევს.

ბლოკის "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" ლიდერი საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკების ყველა რესურსს ამოწურულად მიიჩნევს.
ბლოკის "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკების ყველა რესურსს ამოწურულად მიიჩნევს და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, პარასკევს შეუერთდნენ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგის მონაწილეებს. ამასობაში კი მომიტინგეებს დაემტნენ პოლიტიკურ გაერთიანება "ერთობის" მხარდამჭერები. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს: [სააკაშვილის ხმა] "არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ლოზუნგი უნდა შევცვალოთ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ვინაიდან მას ეკისრება არჩევნების გაყალბების პასუხისმგებლობა, მან პირველმა თქვა უარი დიალოგზე და მას არ უნდა დათმობებზე წასვლა."
სააკაშვილისაგან განსხვავებით ზურაბ ჟვანია, რომელიც ბლოკის "ბურჯანაძე-დემოკრატები" ერთ-ერთი მეთაურია, აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგისათვის ყველა გზა ჯერჯერობით არ არის მოჭრილი. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი". იუწყებიან ასევე, რომ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა დიალოგისათვის მზადყოფნა. [შევარდნაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG