Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტმა როლანდას პაკსასმა 14


ლიტვის პრეზიდენტმა როლანდას პაკსასმა 14 ნოემბერს თავისი მეხუთე თანაშემწის გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც კორუფციაში პაკსასის გარემოცვის მონაწილეობასთან

ლიტვის პრეზიდენტმა როლანდას პაკსასმა 14 ნოემბერს თავისი მეხუთე თანაშემწის გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც კორუფციაში პაკსასის გარემოცვის მონაწილეობასთან
დაკავშირებული სკანდალის ფონზე მოხდა. შეგახსენებთ გასულ თვეში ლიტვის უშიშროების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც პრეზიდენტის ოფისსა და მის ერთ-ერთ თანაშემწეს რუს კრიმინალებთან კავშირში ედებოდა ბრალი. პრეზიდენტი პაკსასი უარყოფს ბრალდებას. ოთხშაბათს გადადგომის მოთხოვნა პრეზიდენტის ექვსმა თანაშემწემ დაწერა. ხუთშაბათს პრეზიდენტმა ოთხი, პარასკევს კი მეხუთე მათგანი დააკმაყოფილა. ლიტვის პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია როლანდას პაკსასის დაკითხვას აპირებს.
XS
SM
MD
LG