Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დროებითმა მმართველმა საბჭომ დღეს


ერაყის დროებითმა მმართველმა საბჭომ დღეს განაცხადა,

ერაყის დროებითმა მმართველმა საბჭომ დღეს განაცხადა,
რომ მომავალი წლის ივნისთვის ერაყში გარდამავალი მთავრობა შეიქმნება, ხოლო 2005 წლის მიწურულს, როცა ახალი კონსტიტუცია მომზადდება, ერაყელი ხალხი ახალ მთავრობას აირჩევს. პრესკონფერენციაზე დღეს ბაღდადაში, ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა აჰმად ჩალაბიმ განაცხადა, რომ გარდამავალი მთავრობის შემადგენლობა მაისისათვის უნდა იყოს ცნობილი. ხოლო მმართველი საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ჯალალ თალაბანიმ თქვა, რომ გარდამავალი მთავრობის წევრთა შერჩევა ერაყის საზოგადოების ყველა ფენასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მოხდეს. მმართველი საბჭოს წევრებს დღეს ერაყში ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი პოლ ბრემერი ეთათბირა.
XS
SM
MD
LG