Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" ოფისები საქართველოს ყველა მხარესა და რაიონში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" ოფისები საქართველოს ყველა მხარესა და რაიონში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის
ადგილობრივი შტაბების რეჟიმში იმოქმედებენ. ამის შესახებ ნათქვამია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტის მიმართვაში საზოგადოებისადმი, რომელიც კვირას კომიტეტმა პირველ შეკრებაზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიიღო. დაუმორჩილებლობის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მოაწყონ მშვიდობიანი პიკეტები სამხარეო და რაიონული ადმინისტრაციების შენობებთან, რათა არ მიეცეს საშუალება " შევარდნაძის ჩინოვნიკებს იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში".
ამასთან, დაუმორჩილებლობის კომიტეტი მოუწოდებს მოსახლეობას შეუერთდეს ხელმოწერის აქციას ხელახალი საპარლამენტო და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG