Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ლონდონში განაცხადეს,

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ლონდონში განაცხადეს,
რომ მტკიცედა აქვთ გადაწყვეტილი - გააგრძელონ გლობალური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბუშმა და ბლერმა მძაფრად დაგმეს სტამბოლში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტების ორგანიზატორები [ტონი ბლერის ხმა]: "კიდევ ერთხელ დავწრმუნდით იმაში, თუ რაოდენ დიდ საფრთხეს უქმნიან ეს ტერორისტები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უდანაშაულო ადამიანებს, აგრეთვე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. და კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ამ ტერორიზმის ფონზე არ უნდა მოხდეს უკანდახევა, არავითარი კომპრომისი, არანაირი ყოყმანი ამ ბოროტებასთან დაპირისპირებისას, უნდა შევუტიოთ ტერორისტებს სადაც და როცა კი მოგვეცემა შესაძლებლობა მათს საბოლოო დამარცხებამდე" - განაცხადა ტონი ბლერმა. "მინდა ასევე ღრმა სინანული გამოვთქვა თურქეთში ადამიანთა დაღუპვის გამო. ტერორისტმა მტერმა კიდევ ერთხელ დგვანახა თავისი ბუნება. დავინახეთ ის ზიზღი, რომ მათ არად უღირთ უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე" - თქვა პრეზიდენტმა ბუშმა. შეეხო რა ვითარებას ერაყში, ბუშმა განაცხადა, რომ კოალიციის ძალები იქ დარჩებიან მანამ, ვიდრე მათს წინაშე დასმული ამოცანა არ იქნება შესრულებული. დღეს ლონდონში, ერაყის ომის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა.
XS
SM
MD
LG