Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის განცხადებით


ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის განცხადებით, ისრაელს მოუწევს ტერიტორიულ საკითხში "მტკივნეულ დათმობებზე" წასვლა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის განცხადებით, ისრაელს მოუწევს ტერიტორიულ საკითხში "მტკივნეულ დათმობებზე" წასვლა
პალესტინელებთან სამშვიდობო პროცესის ინტერესებიდან გამომდინარე. შარონის განმარტებით, ისრაელის მოსახლეები ვერ დარჩებიან ყველა იმ დასახლებაში, სადაც ახლა ცხოვრობენ. შარონს არ დაუზუსტებია არც დასახლებების დემონტაჟის განრიგი, და არც ტერიტორიები, რომელზე უარის თქმაც ისრაელს მოუწევს. [შარონის ხმა] "წარსულშიც მიხსენებია მტკივნეული დათმობები. ნათელია, რომ დღის ბოლოს ვერ ვიქნებით ყველა იმ ადგილას, სადაც ახლა ვიმყოფებით. ასეთია სინამდვილე - მან უნდა მიგვიყვანოს სტაბილურ შეთანხმებამდე, რომელიც დაიწყება დაზავებით და დასრულდება სიმშვიდითა და მშვიდობით." შარონის ამ განცხადებას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების მიერ ისრაელისათვის განკუთნვილი კრედიტების შემცირებ. ეს ნაბიჯი მიჩნეულია ისრაელზე ზეწოლად, ბოლო მოუღოს როგორც დასახლებების, ისე უშიშროების ბარიერის მშენებლობას.
XS
SM
MD
LG